თბილისსა და რუსთავში უფასო მიწოდება 50 ₾-დან

+995 511 112 721

ყველა კატეგორია

წესები და პირობები

წესები და პირობები

1. ზოგადი პირობები

ვებსაიტი https://barcelonaimport.ge იმართება შპს „Barcelona Import“-ის მიერ.
ვებსაიტზე შეკვეთის გაფორმებით, მომხმარებელი ეთანხმება მოცემულ წესებსა და პირობებს.

 

2. შეკვეთები და გადახდა

  • ფასები მითითებულია  ლარში (GEL).

  • გადახდები ხორციელდება უსაფრთხოდ, სერტიფიცირებული გადახდის პროვაიდერების მეშვეობით.

  • მიღებული გადახდის მეთოდებია:

    • საბარათე გადახდა (Visa, MasterCard და სხვა)

    • საბანკო გადარიცხვა

    • ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან პროდუქტის მიღებისას

3. შეკვეთის დამუშავება

  • შეკვეთები მუშავდება 1 სამუშაო დღეში,   კვირისა  და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

  • დამუშავების შემდეგ მომხმარებელი იღებს ელ.ფოსტით შეკვეთის დადასტურებასა და გადამოწმების ბმულს.

4. მიწოდება და ტრანსპორტირება

  • თბილისსა და რუსთავში მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამუშაო საათებში.

  • რეგიონებში მიწოდება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს კურიერის მეშვეობით.

მიწოდების პირობები:

  • თბილისსა და რუსთავში:  50 ლარამდე ღირებულების შეკვეთის საფასურს ემატება 8 ლარი. 50 ლარის ზევით მიწოდება უფასოა.

  • რეგიონებში: 200 ლარამდე ღირებულების შეკვეთის საფასურს ემატება 8 ლარი, 200 ლარის ზევით, მიწოდება უფასოა.

  • თბილისი და რუსთავი: ორშაბათი - პარასკევი 11:00-17:00, შაბათი : 11:00 - 15:00

  • სხვა რეგიონები: შეკვეთის მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში, კურიერის მეშვეობით.

პასუხისმგებლობა:

  • შპს „Barcelona Import“ პასუხისმგებელია პროდუქციაზე მხოლოდ მის მიწოდებამდე.
  • პროდუქციის მიღებისა და ხელმოწერის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობა გადადის მომხმარებელზე.

5. დაბრუნება და ანაზღაურება

თუ პროდუქცია არ აკმაყოფილებს მოლოდინს, მომხმარებელს შეუძლია მისი დაბრუნება შემდეგი პირობებით:

  • დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს მიღებიდან 48 საათის განმავლობაში

  • პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, ორიგინალ შეფუთვაში, ყველა ეტიკეტით

  • გამოყენებული ან გახსნილი პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა დაზიანებული ან არასწორად მიწოდებული საქონლის შემთხვევებისა

თანხის ანაზღაურება:

  • თანხის დაბრუნება განხორციელდება პროდუქტის დაბრუნებიდან და შემოწმებიდან 24 საათში

  • თანხა ირიცხება იმავე გზით, რაც გამოყენებული იყო საწყის შენაძენზე

6. შეკვეთის გაუქმება

  • მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს მიწოდებამდე.
  • მიწოდებისას უარის თქმის შემთხვევაში პროდუქცია უკან ბრუნდება საწყობში და თანხა სრულად ანაზღაურდება.

⚠️ შეკვეთის მიღებისა და დადასტურების შემდეგ გაუქმება ან დაბრუნება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პროდუქტი აღმოჩნდება დეფექტური ან დაზიანებული.

7. კონტაქტი

შპს „Barcelona Import“

📍 მისამართი: ქინძმარაულის ქუჩა N5, თბილისი, საქართველო

📧 ელ.ფოსტა: barcelonaimportllc@gmail.com

📞 ტელეფონი: +995 511 112 721